დღის ამბებისაზოგადოება

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს შერიგების მერე ისეთი , რომ ნაწყენი იყოს- მეუფე იაკობი

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს შერიგების მერე ისეთი , რომ ნაწყენი იყოს- მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგება:

“კორონას კაცობრიობა და მათ შორის ქართველები კი ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგა გვაქვს , ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთამანეთს დავარამცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ, ცოტა მძიმედ ვიტყვი: ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ , ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა . სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს და აქ მაცხოვრებელ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, დღესასწაული იყო მაშინაც, ვთქვი შერიგებაზე, ვცდილობ რომ მხარედ არ გამოვჩნდე, ვიცი სად არის ჭეშმარიტება და სიმართე , მაგრამ დღება ხოლმე დრო “ზოგჯერ თქმა სჯობს არა- თქმას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო”, შეიძლება შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა ეკლესიაში იმიტომ მოვუწოდებ , მე გამიხარდა ცალკეულმა პარტიებმა, თუდაც პრეზიდენტის გამოხმაურებამ თუ არა ეკლესიაში შანში არ არის ჩბვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას , რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით. ვიღაცებს უნდა თავზე რაღაცს მოახვიოს , მასე არ გამოვა. ჩვენმ უნდა ვაღიაროთ მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან თუ რა იქნებიან უნდა ვაღაროთ ის შეცდომები თიუ დანაშალებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა , შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.

იმედით ვარ აღსავსე იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე . მე ვფიქრობ, ვნახავთ გზას , რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში , ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის, იმათაც თუ რამეა აქვთ სათქმელი გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია ყველაში უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით ეს როგორ უნდა მოხდეს. სინოდის უდიდესი ნაწილი პატრიარქიდან დაწყებული, თუნდაც, იცით მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში , რამდენი ხანია ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისე გავაკეთო რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება . თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი , ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი არ გამოვა მასე იმიტომ, რომ მე ვხედავ , რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთდ არ ვიქნებით რა სისულელეა დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი . წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის რასანშებივით დავჭამოთ ერთმანეთი , ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია (პანდემიას გულისმობს) მსხვერპლი გვექნება , მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმაჯვოთ ომში. სამწუხაროდ, ასეთ ომებში ვერავინ ვერ დამარწმუნებს ხელოვნური არ არის თან ვიცი რასაც ვამბობ, იმას ვლაპარაკობ.

ეს ხელოვნურად გამოწვეული არ არის და როგორღაც უნდა დავაღწიოთ თავი, როგორღაც ქართველებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.
საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს შერიგების მერე ისეთი , რომ ნაწყენი იყოს, ვინც ქართველია და საქართველო უყვარს თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მწამსის არ უნდა ვიყოთ , ეროვნების , როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს , ვინც საქრთველოში ვცხოვრობთ , ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close