თელავის ისტორიამთავარი ამბები

ჟურნალისტის დღიური „კახელები“

ჟურნალისტის დღიური „კახელები“

0

ჟურნალისტის დღიური „კახელები“ `საქართველოს რკინის გზები ნამდვილი `ტრიშკინ კაფტანი“ გახდა. ერთ ადგილას რომ ცოტათი მოწესრიგდება საქმე და მართვა-გამგეობა ცოტად თუ ბევრად წესიერ კალაპოტში ჩადგება, მეორე ადგილას გამოჩნდება უხეირო ნაფლეთი და ახლა იმის კერებას უნდება ადამიანი. ბევრი დავი-დარაბის შემდეგ პრინციპულად გადასწყდა რკინის გზის პროფესიონალურ ორგანიზაციებს ადმინისტრაციული ფუნქციები ჩამოერთვას და დამყარდეს ისეთი წესები, რომლებიც შესაძლებლად გახდიან რკინის გზის ნორმალურ მუშაობას. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, თურმე, კახეთის რკინის გზის კომიტეტისთვის სავალდებულო არა ყოფილა. კახეთის რკინის გზაზე კომიტეტს თავისებური, ერთგვარი რესპუბლიკა გამოუცხადებია, რომლისთვისაც არც მთავრობის განკარგულებას, არც რკინის გზის მოსამსახურეთა ყრილობის დადგენილებას არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონია. საქართველოს რესპუბლიკის სახაზინო გზების მუშა-მოსამსახურეთა პროფესიონალური კავშირის ცენტრალური გამგეობის გაზეთში `თავისუფალ გზა“-ში ერთი ფრიად დამახასიათებელი წერილია დაბეჭდილი. კახეთის რკინის გზის კომიტეტი შეკრებილა, ბევრ `ბრძნულ“ საკითხზე უმსჯელნია, აღმოუჩენია, რომ კახეთის რკინის გზა ჯერ არ `გაუწმენდიათ საეჭვო პირებისაგან“ და ამიტომ დაუდგენიათ: `მიიღო რა ყველა ზემოდ თქმული მხედველობაში, მთავარმა კომიტეტმა გადასწყვიტა, განაგრძოს (ჯერჯერობით) მუშაობა ძველებურად, ისეთსავე უფლებებით აღჭურვილმა, როგორითაც იყო დღემდის, რომ ამით დაცულ იქმნეს გზაზე წეს-რიგი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს მთავრობას ანარქიასთან ბრძოლაში და დემოკრატიული რესპუბლიკის განმტკიცებაში“. თელავის ოლქი 96 საქართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-1921 წლებში მეტის-მეტად მხიარული ხალხი ყოფილა ეს `კახელები“! ამასთანავე ერთად ორიგინალური წარმოდგენა ჰქონიათ ანარქიაზე. იმათ ალბათ ჰგონიათ, რომ ანარქია მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ვაგონები ერთმანეთს ეხეთქება და იმსხვრევა, ქუჩაში თოფის გრიალი ისმის და სხვა. არა, ბატონებო! თვით თქვენი დადგენილება უკვე ანარქისტული დადგენილებაა. როდესაც მთავრობას ერთი გადაწყვეტილება გამოაქვს და თქვენ კი მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ეს უკვე თავის თავად ანარქიაა, ქაოსისა და არევ-დარევის გამომწვევი. მთავრობა ვერასოდეს ვერ მიაღწევს თავის დანიშნულებას, ვერასოდეს ვერ დაამყარებს წესიერებას და ვერ განამტკიცებს რესპუბლიკას, თუ არ მოჰხდა სრული კოორდინაცია ყველა სახელმწიფო აპარატის მუშაობისა. მაგრამ როგორ და რანაირად უნდა მიაღწიოს მთავრობამ ამ კოორდინაციას, თუ მისი დადგენილებანი და განკარგულებანი სულ არ აასრულეს, მეორე ადგილას ნახევრად აასრულეს, მესამე ადგილას თავისი ნებით შორეული დროისთვის გადასდეს, მეოთხე ადგილას კი პირდაპირ მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ეს სახელმწიფო კი არა ბაბილონის გოდოლი იქნება. საათის მექანიზმის ერთ რომელიმე ნაწილს ვერ შეუძლიან თავის ჭკუაზე ატრიალდეს. ყოველმა ვინტმა თუ თავისი დანიშნულება არ შეასრულა, საათი აუცილებლად დადგება, სახელმწიფო მექანიზმიც ერთმანეთთან შეთანხმებული ნაწილებისგან შესდგება. ამიტომ, როდესაც მხიარული კახელები ამბობენ, მთავრობამ რაც უნდა დაადგინოს, ჩვენ მაინც ჩვენებურად მოვიქცევით და ამით ხელს შევუწყობთ მთავრობის მუშაობასაო, ეს ან მათს სრულს გაუგებრობას უნდა მიეწეროს, ან ბოროტ განზრახვას. მაგრამ, რაკი ზემოხსენებულ გაზეთში `განწმენდაზე“ ლაპარაკობენ, ჩვენ იძულებულნი ვხდებით ვიფიქროთ, რომ აქ სულ სხვაგან არის ძაღლის თავი ჩამარხული. კახეთის რკინის გზაზე, ალბათ, ჯერ ვერ მოასწრეს თავიანთი `ერთადერთი“ 97 პარტიის წევრების მექანიკური გამრავლება. ეს ისეთი მოტივია და ისეთი წინააღმდეგობა მთავრობისა, რომლის გულისთვისაც `ჯერჯერობით“ შეიძლება სახელმწიფოებრივი პრინციპი დავივიწყოთ და იქნება ზოგიერთ პირთა მადლობაც დავიმსახუროთ“. შინაური `სახალხო საქმე“, , 1918 წელი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close