ახმეტარეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

გაცნობებთ, რომ  სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შექმნა ახალი – ,,მასიური ღია ონლაინ კურსი“ – ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების მეტად განვითარება და ხელშეწყობა.
✅ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი კადრის გაძლიერება და მათი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ ონლაინ კურსში. თუმცა კურსის გავლა შესაძლებელი იქნება ახალგაზრდული საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, როგორც დამწყები, ასევე გარკვეული კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე სუბიექტისთვის. სააგენტოს ხელშეწყობით, მიმდინარე წელს ონლაინ კურსი დახურა ,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ქვეპროგრამაში ჩართულმა 2020 წლის და 2021 წლის 31 მუნიციპალიტეტის 54-მა წარმომადგენელმა, რომელთაც გადაეცათ ახალგაზრდობის კოორდინატორის სერტიფიკატი. აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტო“ თავის მხრივ, კვლავ აგრძელებს ამ სერტიფიცირებული კადრის განვითარების ხელშეწყობას. კერძოდ, დაგეგმილია კოორდინატორთა ასოციაციის ფორმირება და მათი სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, კონფერენციებში, ვებინარებსა და ფორუმებში მონაწილეობა როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან გაიხსნა ონლაინ კურსზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისათვის, რათა მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია ისეთ საკითხებში როგორიცაა: მაღალხარისხიანი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, განხორციელება და შეფასება. კურსის გავლა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 30 იანვრამდე.
?ვის შეუძლია მონაწილეობა?
ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ პოლიტიკაში მოქმედ აქტორებს, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ცენტრების წარმომადგენლებს, ახალგაზრდულ მუშაკებს, აქტიურ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს.
?კურსის ხანგრძლივობა
ონლაინ კურსი გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში (22 ნოემბერი-30 იანვარი). საკურსო მასალების გავლა შესაძლებელი იქნება კურსის მონაწილისთვის ხელსაყრელ დროში, შესაბამის ვადაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.
?კურსდამთავრებულები შეძლებენ:
• ხელი შეუწყონ ახალგაზრდების აქტიურ და ხარისხიან ჩართულობას თავიანთ თემში, ორგანიზაციებსა და ქალაქებში;
• შეიძინონ ადგილობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვისა და შექმნისათვის საჭირო უნარები;
• შეიმუშავონ ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების მხარდასაჭერი ინსტრუმენტები;
• შეიძინონ რესურსების ორგანიზებისა და მართვის უნარები;
• გაიუმჯობესონ ლობირებისა და ადვოკატირების კომპეტენციები;
• შეიძინონ ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომების დაგეგმვისა და მართვის, გენდერული და უმცირესობათა მეინსტრიმინგის კომპეტენციები;
• გაიცნონ და დანერგონ ახალგაზრდული ჩართულობის, მათ შორის ციფრული მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკები;
• შეიუმუშავონ შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად და განსაზღვრისთვის, შეფასებითი პრაქტიკები;
• შეიძინონ კულტურათაშორისი ცნობიერების და დიალოგის კომპეტენციები.
?კურსის მეთოდოლოგია და მეთოდები იქნება მრავალფეროვანი და მოიცავს:
• სალექციო ვიდეობს;
• ქეისების განხილვას;
• პრაქტიკულ დავალებებს;
• ტესტებს;
• დისკუსიებს.
?მასიური ღია ონლაინ კურსის გავლა არის უფასო.
რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.mooc.youthagency.gov.ge
თან ერთვის, მოკლე ინფორმაცია კურსის შესახებ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close