რა შედეგით დასრულდა არჩევნები ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში, რომლებსაც ხელისუფლებამ სტატუსი ჩამოართვა

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში, რომლებსაც ხელისუფლებამ სტატუსი ჩამოართვა

Views: 106 ყოფილი 7 თვითმმართველი ქალაქიდან, რომელსაც სტატუსი ხელისუფლებამ შარშან გაუუქმა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ სამში – ამბროლაურში, ახალციხესა და ოზურგეთში შეძლო გამარჯვება. ვრცლად/More »

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება

Views: 84 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ვრცლად/More »

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ

Views: 201 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტია საკადრო პოლიტიკას შეცვლის. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია, რის გამოც ქართული ოცნება არსებული კადრების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა ვრცლად/More »

ირაკლი სესიაშვილის პასუხი ტელეკომპანია  რუსთავი 2- ს

ირაკლი სესიაშვილის პასუხი ტელეკომპანია რუსთავი 2- ს

Views: 569 ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გუშინ გასულ რეპორტაჟზს ეხმაურება: „მინდა გამოვეხმაურო გუშინ, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, ვრცლად/More »

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

Views: 138 საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. ვრცლად/More »

საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა მოხდება

საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა მოხდება

Views: 89 სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ტერიტორიაზე, ნიადაგის დაცვის მიზნით, ქარსაფარი ზოლები გაკეთდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარულ საკითხთა კომიტეტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ვრცლად/More »

საწვავი კიდევ გაძვირდა

საწვავი კიდევ გაძვირდა

Views: 114 მიმდინარე თვეში საწვავი კვლავ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული. ვრცლად/More »

1-ლი ნოემბრიდან თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ

1-ლი ნოემბრიდან თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ

Views: 117 თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებთ. ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო ვრცლად/More »

„თელავმა“ საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯიას“  მოუგო

„თელავმა“ საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯიას“ მოუგო

Views: 152 საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში სტუმრად მცხეთაში, „ვიტ ჯორჯია“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში პირველად გავიდა. ვრცლად/More »

შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა

შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა

Views: 226 ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს თელავში ამომრჩეველს შეხვდა ვრცლად/More »

 

გიორგი ლეონიძის კახეთი

ვიწყებთ რუბრიკას ცნობილი კახელები. მოგვწერეთ შთაბეჭდილებები და რჩევები

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა ნიკოლოზ ლეონიძე, დედა სოფიო გულისაშვილი.ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული

საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა.ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს… გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.1907-1918 წლებში გიორგი ლეონიძე განათლებას იღებდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში კი სასულიერო სემინარიაში.1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“.

1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.

გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.

1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“, სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Facebook Comments