ბლოგიმაკა მოსიაშვილი

დიდება მეფეს!

არ მახსოვს როდის მითხრეს პირველად პატარა კახის შესახებ ამბავი…
ძალიან ღრმა ბავშობაში მახსოვს რომ პატარა კახის ძეგლს გვედიდან გვაყურებინებდნენ და გვეუბნებოდნენ მეფის ცხენის კუდზე კაცი რომ არის გამოსახული, აი ის ქვეყნის მტერი ყიზილბაშიაო…
მას მერე ბევრი წელი გავიდა…

ჩემს ბავშობაში გაგონილი და ნასწავლი პატარა კახის ამბავი უფრო გაფართოვდა..
სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ერთ ერთ ვახშამზე მესამე სადღეგრძელოზე ჩემი თელაველი ძმაკაცები ტრადიციულად ფეხზე ადგნენ და თქვეს :
-პაპას გაუმარჯოს !
-გაუმარჯოს პაპას!
-პაპას დღეგრძელობა იყოს!
და ბოლოს ტრადიციულად ისევ ერთხმად შესძახეს
-დიდება მეფეს!
მაშინ დავფიქრდი და ჩემს თავს ვკითხე, განა არის საქართველოში ქალაქი სადაც ყველა ბავშვის იდეალი ერთი მეფეა? ალბათ არა… რადგან ასეთი მხოლოდ თელავი მგონია…
მხოლოდ აქ ამ ქალაქში ბავშვებს ზღაპრების მაგივრად პატარა კახის ამბებს უყვებიან…
მხოლოდ აქ ამ ქალაქში ყველა ბავშვს ერთ ლექსს ასწავლიან პირველად
„ეს ჩვენი მეფე ერეკლე ერთი პატარა კახია,
ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია…“
მხოლოდ აქ ამ ქალაქში იციან ბავშვებმა ძალიან პატარებმა რომ მეფე ერეკელს შვილიშვილები არიან… მხოლოდ აქ ჩვენთან ეძახიან სამი საუკუნის მერე მეფეს პაპას !
მხოლოდ აქ გვაქ მეფის სასახლე, მეფის დარბაზი, მეფის მოსასვენებელი ტახტრევანი, მხოლოდ აქ არის ის რაც სხვაგან არსად…
ჩემს ქალაქში არც კოსმონავტობაზე ოცნებობენ, არც სპაიდერმენობაზე,ჩემს ქალაქში ყველა ბავშვს უნდა რომ როცა გაიზრდება ერეკლე მეფე გამოვიდეს…
თელავი ერთადერთია სადაც იბადებიან და პატარა კახებად იზრდებიან.
თელავი ერთადერთია სადაც მხოლოდ ერთადერთი მეფის სადღეგრძელოს სუფრაზე მესამე ადგილი უკავია, და იმ მეფეს ჩვენში პაპას ეძახიან.
ისტროიაში კი მას მეფე ერეკლე მეორე ჰქვია.
დიდება მეფეს !

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close