რა შედეგით დასრულდა არჩევნები ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში, რომლებსაც ხელისუფლებამ სტატუსი ჩამოართვა

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში, რომლებსაც ხელისუფლებამ სტატუსი ჩამოართვა

Views: 106 ყოფილი 7 თვითმმართველი ქალაქიდან, რომელსაც სტატუსი ხელისუფლებამ შარშან გაუუქმა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ სამში – ამბროლაურში, ახალციხესა და ოზურგეთში შეძლო გამარჯვება. ვრცლად/More »

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება

Views: 84 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ვრცლად/More »

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ

Views: 201 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტია საკადრო პოლიტიკას შეცვლის. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია, რის გამოც ქართული ოცნება არსებული კადრების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა ვრცლად/More »

ირაკლი სესიაშვილის პასუხი ტელეკომპანია  რუსთავი 2- ს

ირაკლი სესიაშვილის პასუხი ტელეკომპანია რუსთავი 2- ს

Views: 569 ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გუშინ გასულ რეპორტაჟზს ეხმაურება: „მინდა გამოვეხმაურო გუშინ, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, ვრცლად/More »

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

Views: 138 საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. ვრცლად/More »

საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა მოხდება

საქართველოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა მოხდება

Views: 89 სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ტერიტორიაზე, ნიადაგის დაცვის მიზნით, ქარსაფარი ზოლები გაკეთდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარულ საკითხთა კომიტეტში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ვრცლად/More »

საწვავი კიდევ გაძვირდა

საწვავი კიდევ გაძვირდა

Views: 113 მიმდინარე თვეში საწვავი კვლავ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული. ვრცლად/More »

1-ლი ნოემბრიდან თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ

1-ლი ნოემბრიდან თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ

Views: 116 თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებთ. ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო ვრცლად/More »

„თელავმა“ საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯიას“  მოუგო

„თელავმა“ საქართველოს თასზე „ვიტ ჯორჯიას“ მოუგო

Views: 152 საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში სტუმრად მცხეთაში, „ვიტ ჯორჯია“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში პირველად გავიდა. ვრცლად/More »

შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა

შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩეველს შეხვდა

Views: 225 ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს თელავში ამომრჩეველს შეხვდა ვრცლად/More »

 

ირაკლი სესიაშვილის პასუხი ტელეკომპანია რუსთავი 2- ს

ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გუშინ გასულ რეპორტაჟზს ეხმაურება:

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, რომელიც მორიგ სიცრუეს და ბინძურ პიარ კამპანიას ემსახურება ჩემს და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ. იმდენად შევეჩვიე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩემზე თავდასხმას, რომ არც კი ვაპირებდი პასუხის გაცემას, თუმცა მე თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ მინდა გაჩვენოთ როგორ იტყუება რუსთავი 2, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობას ჩემი დეკლარაცია არ აჩვენეს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თანხვედრაშია. ეს მათ არ აწყობდათ, მარტივი მიზეზის გამო, ვეღარ მოიტყუებდნენ. ამ სიუჟეტში კი ნამდვილად იყო ბევრი ტყუილი! პირველი- იქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ (ქოშიგორაზე), მშენებლობა დავიწყე 2009 წელს და დავასრულე 2012-ში, მათ შორის ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაო. შესაბამისად ტყუილია, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დეპუტატმა სესიაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის ანუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გაიხსენოთ მაესტროს გადაცემა “ღია კარის დღე” და მარტივად დარწმუნდებით, რომ ეს სახლი უკვე აშენებული მქონდა.
ტყუილი მეორე- რუსთავი 2-მა მეორე სახლის მშენებლობას ამავე ტერიტორიაზე, უკვე მიუძღვნა ერთი გადაცემა, სადაც ჩემს
მიერ ახსნილი და დეკლარაციაშიც დასაბუთებული იყო, რომ მე გავყიდე ჩემი კუთვნილი ბინა თბილისის ცენტრში და შესაბამისად ამ სახსრებით დავიწყე მეორე სახლის მშენებლობა, რომელიც წლებია მიმდინარეობს და ამ დრომდე დაუსრულებელია. ყველა გაწეული ხარჯი ამ შემთხვევაშიც, სრულ თანხვედრაშია დეკლარაციასთან. ეს ფაქტებიც შეგნებულად არ ითქვა ამ
სიუჟეტში, რადგან ამ
სცენარის ავტორები ვეღარ შეძლებდნენ იმ ეჭვის გამყარებას,თითქოს რაიმე სახის უკანონო შემოსავლით მაქვს აშენებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი.
ბევრი რომ არ მოგაწყინოთ, ვფიქრობ ყველა ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკური აფერისტობა, წინასაარჩევნოდ დადგმული იაფფასიანი შოუ და მტკიცებულებების გარეშე თავდასხმა ქართული ოცნების წარმომადგენლებზე! ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კარგად იციან, რომ ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი და არ მივცემ საშუალებას მოძალადეებს ქვეყნის ხელისუფლებას დაუბრუნდნენ. სწორედ ამიტომ ჩვეული ხერხებით ცდილობენ დააზიანონ ის ადამიანები, ვის მიმართაც არის ნდობა. ჩემი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ასე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩემი რეპუტაცია არის შემდეგი- ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია. რასაც მიმიღწევია, ეს მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
ამიტომ ამ ტალახის სროლასაც გადავიტან, რადგან ვიცი რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არი“

Facebook Comments