გურჯაანითვითმმართველობა

ზურაბ უტიაშვილი- მოსახლეობასთან განხორციელებულ პროექტებთან ერთად, არსებულ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ზურაბ უტიაშვილი, ამჯერად, სოფელ ვეჯინის და ძირკოკის მოსახლეობას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, არჩილ ხანდამაშვილთან ერთად ესტუმრა და ადგილობრივებთან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

” სოფელ ვეჯინის რამდენიმე უბანს ვეჯინისა და ძირკოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ არჩილ ხანდამაშვილთან ერთად ვესტუმრე.

მოსახლეობასთან, განხორციელებულ პროექტებთან ერთად, არსებულ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ. როგორც ვეჯინელებმა გვითხრეს, წყალმომარაგება მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით ზაფხულში, თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ გამრცხველიანების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან წყლის არათანაბარი მოხმარება ქმნის წყლის პრობლემას სოფლის დანარჩენი ნაწილისთვის. 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის განხორციელება და გამრიცხველიანება საბოლოოდ გადაჭრის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პრობლემას”,- აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close