თვითმმართველობალაგოდეხი

ქალაქ ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

0

ქალაქ ლაგოდეხში, ბახტრიონის ქუჩაზე, გზის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 480 გრძივ მეტრის მონაკვეთზე შესრულდება, ცენტრალური გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა თავისუფლების ქუჩის №1 და ზაქათლის ქუჩის №29 საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ჩიხი.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 320 713.21 ლარს შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close