გურჯაანითვითმმართველობა

ზურაბ უტიაშვილი- ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ევროპის ბაზარზე გასვლა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

0

ზურაბ უტიაშვილი, მარნების და ღვინის საწარმოების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გურჯაანის მერობის კანდიდატი, სოფელ ჩუმლაყში, მარნის -” მრავალჟამიერის”  თანამშრომლებს შეხვდა და პანდემიის პირობებში, ტურისტების ნაკადით დაინტერესდა.

” ვაგრძელებ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მარნებისა და ღვინის საწარმოების მონახულებას.

სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მარანი „მრავალჟამიერი“ დავათვალიერე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მარნის მფლობელი სამომავლოდ, საოჯახო სასტუმროს აშენებას გეგმავს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის მარნებს საოჯახო სასტუმროს ნომრები დაემატოს, რათა ტურისტმა სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს.

მარნის შემდეგ, ღვინის ქარხანა „ქიმერიონს“ ვესტუმრე. ღვინის საწარმო გურჯაანში 2010 წელს გაიხსნა, ღვინის ექსპორტი ამერიკაში, ჩინეთსა და უკრაინაში ხორციელდება. საწარმო წლიურად 700 ტონამდე ყურძენს ამუშავებს და სეზონურად 40-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ევროპის ბაზარზე გასვლა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ გურჯაანი, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტი, სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება და ამაში მოსახლეობის მხარდაჭერა, ისევე როგორც სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ამ კუთხით, ნამდვილად აუცილებელია”,- აღნიშნავს ზურაბ უტიაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close