ეკონომიკა

კახეთში, მევენახეებმა, ჯამურად, უკვე 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი მიიღეს

0

კახეთში, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი პიკურ ფაზაში შედის, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე რქაწითელია, 30,5 ათას ტონამდე საფერავი, 2,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.

პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.

რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close