ეკონომიკა

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

0

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის მესამედია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღიურად დაახლოებით 10 000 ტონა ყურძენს ამუშავებენ. ეს ნიშნავს, რომ რთველი უმაღლეს ფაზაშია. კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 90 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს.

ამ ეტაპზე მოსავალს აბინავებენ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close