მთავარი ამბებისაზოგადოებასამართალი

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

0

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გამოყენების, მოწმეების შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებით და მიმალვის საფრთხით ახსნა.

პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ გლადანის მე- 8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ესენია: შორის ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოთ შეძენა- შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა, რომელიც მალევე პოლიციამ დააკავა.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close