მთავარი ამბებისაზოგადოებასამართალი

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ბრალი აღიარა

0

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა, ბრალი აღიარა. მისი ადვოკატის, ლეილა გარსევანიშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი,  თბს ბანკის ვალია, რომლის დასაფარად,მისი დაცვის ქვეშ მყოფს, საცხოვრებელი სახლის გაყიდვას უპირებდნენ. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა ხელყუმბრა რამდენიმე წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა.

” მან ბრალი აღიარა, დანაშაული მოინანია და ითხოვს გარკვეულ შეღავათებს. დანაშაულის ჩადენის მოტივად ასახელებს, ფინანსურ მდგომარეობას. მას თბს ბანკის ვალი ჰქონდა, რომელიც 52 ათასა ლარამდე გაიზარდა უყიდიდნენ საცხოვრებელ ბინას. რაც შეეხება ხელყუმბარას, მან განმარტა, რომ 7წლის წინ, ტყეში იპოვა ჩანთა, რომელშიც იყო ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით,ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს”- განაცხადა გარსევანიშვილმა.

სასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული საათი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში, კი ყველა მძევალი თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა, რის შემდეგაც,  ის პოლიციამ დააკავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close