თელავის „ინტურისტის“ შენობას სს „კახეთი“ აღარ ააშენებს

0

თელავის „ინტურისტის“ შენობაში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს სააქციო საზოგადოება „კახეთის“ ნაცვლად m2 ააშენებს. „კახეთს“ Golden Tulip-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე უნდა გაეხსნა.
გასული წლის ბოლოს კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საერთაშორისო ბრენდმა პროექტში ცვლილებები შეიტანა რის გამოც ვადები შეიცვალა. ახლა კი ირკვევა, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეცვლილია.
კომპანია „კახეთის“ წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ ვეღარ შეძლო პროექტის განხორციელება და გადაწყვიტა ვალდებულებები „ემ კვადრატისთვის“ გადაეცა. გარიგების დეტალებზე ზურაბ ნეფარიძე არ საუბრობს და ამბობს,რომ ეს ორი კომპანიის შეთანხმების საგანია. „ჩვენ ვეღარ შევძელით მშენებლობის დასრულება, სხვა პროექტებზე გვინდოდა გადართვა და თელავის პროექტს ვეღარ გავწვდით, ამიტომ მოხდა შეთანხმება და ვალდებულებების გადაბარება“–განმარტავს კომპანია „კახეთის“ წარმომადგენელი. ინტურისტის შენობაში საშუალო სეგმენტზე გათვლილი 101 ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნილიყო. პროექტის ინვესტიცია 10 მილიონი დოლარი იყო.
წყარო : მედია სააგენტო კომერსანტი

Facebook Comments

Don`t copy text!