მთავარი ამბებისაზოგადოებასამართალი

იყო თუ არა ვანო ზანდარაშვილი შეზღუდულ შერაცხადი ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის დროს ?!

0

დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში, მთელი დღის მანძილზე თელავის საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის-პოლიციის უფროსის მოადგილის , ვანო ზანდარაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.
საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების ნაწილი გამოიკითხნენ,მათ შორის მოკლული ზურაბ საჩიშვილის ოჯახის წევრები. სხდომის მიმდინარეობის სიტყვის თქმის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა თავად ბრალდბეულმაც.

ყოფილი პოლიციელი ვანო ზანდარაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,თუმცა გამოძიებას განზრახ მკვლელობის ნაწილში არ ეთანხმება და განმარტავს, რომ დანაშაული აფქეტურ მდგომარეობაში ჩაიდინა, ვინაიდან, მგზავრობისას ზურაბ საჩიშვილი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გაბოძის განმარტებით :
„ შეზრუდულ შერაცხადობასთან დაკავშირებით როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარემ ჩაატარა ფსიქოლოგიურ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზით დგინდება რომ ქმედების დროს ვანო ზანდარაშვილი იმყოფებოდა შეზრუდულ შერაცხად მდგომარეობაში ანუ სრულად ვერ აკონტროლებდა თავს“

ფაქტი,გასული წლის 25 დეკემბერს,ღამით თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალის დამტკიცების შემეთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close