კულტურა

ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ნახევარფინალში გავიდნენ.

ისინი აღნიშნულ გარემოსდაცვით კონკურსი მონაწილეობისათვის სერტიფიკატებითა და სხვადასხვა პრიზეებით დაჯილდოვდნენ.

„ყარაჯლის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები, რომლებიც ნახევარფინალში გავიდნენ, ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში დაჯილდოვდნენ სერთიფიკატით, საკანცელარიო ნივთებით და ასლარიანი ვაუჩერით. მათი ხელმძღვანელი მაკა ტერტერაშვილი იყო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის
 თანაორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close