კულტურა

ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის ფილმების შერჩევა დაიწყო

0

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2021-2022 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის, მასალების მიღება დაიწყო.

კატალოგში წარდგენილი იქნება:

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები;

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები;

დოკუმენტური ფილმები;

ანიმაციური ფილმები;

ფილმები წარმოების პროცესში.

კატალოგისთვის გასაგზავნი მასალების ნუსხა: ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე); ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი; რეჟისორი; სცენარის ავტორი, ოპერატორი, მსახიობები, პროდიუსერი, მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა), ფილმის მოკლე ანოტაცია – 60 სიტყვა მაქსიმუმ, რეჟისორის ბიოგრაფია – 30 სიტყვა მაქსიმუმ, რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ: „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013), “ფილმი” (2010) და ა.შ.), ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია – „ფილმი” (წარმ.). რეჟისორის ფოტო, კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით).

მასალები მიიღება 15 ოქტომბრამდე. დეტალები ნახეთ აქ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close