დღის ამბები

უფლება დამცველი ზურაბ მარგოშვილი სახალხო დამცველს მიმართავს

უფლება დამცველი ზურაბ მარგოშვილი განცხადებას ავრცელებს და სახალხო დამცველს მიმართავს

„მე მრავალი წელი არ ვცხოვრობდი ჩემს ქვეყანაში, ბოლოს როცა მომიწია დაბრუნებამ იმედი მქონდა რომ ჩემი ოჯახი აქ უსაფრთხოდ იცხოვრებდა. მე დავიწყე აქ მუშაობა ჩემი პროფესიით, სახლემწიფოს ვუხდი გადასახადებს, ჩემი შვილები უნდა მივიდნენ ქართულ სკოლაში და საქართველოს ისტორია ისწავლონ. როცა სტუდენტი ვიყავი ვფიქრობდი რომ ჩემი ნასწავლით მე ჩემს ქვეყანას გამოვადგებოდი. მაგრამ წლების მერე მივხვდი რომ ეს ძალიან ღიმილის მომგვრელი იყო.

არც ადრე არ წავსულვარ ჩემი სამშობლოდან ჩემი ნებით, ახლა კი მინდა თქვენ მოგმართოთ. მაისში ინტერვიუ მივეცი ერთ მედია საშუალებას უმტკივნეულო, უბრალოდ ორიოდე სიტყვა დავაფიქსირე კრიტიკული. სწორედ ამის მერე დაიწყო ზეწოლა ჩემს ოჯახზე, ჩემი ძმა მურად მარგოშვილი რომელიც ამ ქვეყნის საზღვარს იცავდა ადგა და ცოლ შვილთ ევროპაში წავიდა. მიზეზი მე გავხდი რადგან თურმე როგორც ჩრდილო კორეაშია არ უნდა გქონდეს შენი აზრი არც აქ უნდა მოგდიოდეს ფიქრები…  და რადგან მე რაღაც აზრი მაქ ამიტომ მე ან ჩემი ოჯახი უნდა შევიწროვდეს.

მე ერთხელ ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემს აზრს არასდროს შევინახავ, რასაც ვხედავ ვფიქრობ და განვიცდი ვამბობ. რამდენიმე დღის წინ უკვე პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე ცოლ შვილზე დაიწყო ახალი იერიში. მინდა რომ თქვენი იმედი მქონდეს და თქვენ მაინც შეძლოთ ჩემი დაცვა . მე სხვას ხომ არაფერს არ ვითხოვ მეტს .

მე წლები პანკისი ხეობაში უფლება დაცველად ვმუშაობდი, ვეწეოდი ჰუმანიტარულ აქციებს. ვეხმარებოდი ლტოლვილებს , ვუწევდი სხვა და სხვა ურიდიულ მომსახურებას. ვიყავი ამ ქვეყნის ერთგული მაშინაც კი როცა ამ ქვეყნაში არ ვცხოვრობდი. ამიტომ ახლა მე გზა გასაყარზე ვარ ან აქ ვრჩები თქვენი დახმარებით ან ისევ მივდივარ… რა მელის თუ წავალ ? რუსეთისგან სიკვდილი… სხვა ქვეყნებისგან მშვიდობა… მაგრამ მე ჩემი სამშობლო მირჩევნია! “

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close