განტვირთვა

ქისტი უფლებადამცველი საქართველოში დაბრუნდა

0

რამდენიმე წლის მერე უფლებადამცველი ზურაბ მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა, ის დღეს პანკისის ხეობაში სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში იურისტად და უფლების დამცველად მუშაობს .  მასთან ინტერვიუ ჩვენთვი  საინტერესო აღმოჩნდა

  • ზურა წლების მერე როგორ ხედავ შენს ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას ?
  • არ ვიცი ეგ ცოტა რთული სათქმელია, მოკლედ კი შემიძლია გითხრათ რომ მგონია რომ ჩემი ქვეყანა უფრო მეტად დემოკრატიას დაშორდა ვიდრე დაუახლოვდა.
  • მიზეზი ?
  • რასაც ახლა ვუყურებ უფრო მეტად არის დარღვეული ადამიანთა უფლებები.
  • კერძოდ ?
  • ხეობა სადაც გავიზარდე პრაქტიკულად დაცარიელებულია და ვინც აქ დარჩა მათ ძალიან უჭირთ, როგორც ეკონომიურად ასევე თავისი უფლებების დაცვითაც. ყოველდღიურ კონსულტაცებს გავდივარ და ვხედავ რომ უფრო მეტად შევდივართ ჩიხში. ტელევიზორიდან გვეუბნებიან რომ  ქვეყანა წინ მიდის, ტურიზმი პანდემიის მიუხედავად ძალას იკრებს და ამ დროს რომელი ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ როცა იგივე უკნონებს აქვს ადგილი რასაც 2012 წლამდე ჰქონდა. რა შეიძლება თქვა აქ წინსვლაზე როცა 2012 წლის მერე  ერთი გახმაურებული ამბავი ვერ გამოიძიეს ?
  • რომელს გულისხმობთ ?
  • რაფალიანცის საქმეს !
  • უი გამახსენდა თქვენ მაშინ ჩართული იყავით როგორც უფლება დამცველი ამ პროცესებში ხომ ვერ გვეტყვით რა მოხდა სინამდვილეშ მაშინ თქვენი დაკვირვებით ?
  • რთულია ადამიანმა გამოიტანო საბრალდებო დასკვნა… მაგრამ მაშინ რაც ხდებოდა ეს იყო ერთი დიდი სპექტაკლი დიდი პოლიტიკის, ვინ რას აკეთებდა ვის რა მისიები ჰქონდა ვერ გაიგებდი, მე რომ მკითხოთ ყველა მხარე დამნაშავე იყო მაშინდელი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რომელიც ახლა უკვე მრავალი წელია ხელისუფლებაშია სამწუხაროდ არაფერი წინსვლა… მე ერთი რაც ვიცი ისაა რომ ადამიანებს უნდა დავეხმარო ჩემი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში. უნდა ვიშორმო რომ ჩემი შვილები უკეთეს საქართველოში იზრდებოდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close