სპორტი

რაგბის კავშირის ახალი გამგეობა დამტკიცდა

0

რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. ყრილობას 39 კლუბის 72 ხმის მქონე სუბიექტი დაესწრო. ახალ წესდებას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა, ერთმა დელეგატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

ყოფილი გამგეობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს ახალი გამგეობის ხუთი კანდიდატი წარუდგინა, რომელთა შორის მამუკა გორგოძეც დასახელდა. ასევე მან წარადგინა კლუბების მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატი და აჭარის რეგიონის საერთო კანდიდატი გელა ქობულაძე. 11-ვე კანდიდატს დელეგატებმა ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close