დღის ამბები

საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი საგარეჯოში

4 აგვისტოს, 11:00 საათიდან, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, საყოველთაო  ვაქცინაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი ადგილობრივ ჯანდაცვის ხელმძღვანელ-ლეილა ოთარაშვილთან და ჯეოჰოსპიტალსის ხელმძღვანელთან -დავით ჯიქიასთან ერთად დაესწრო საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ იმუნიზაციის კაბინეტი 5 მაისიდან ფუნქციონირებს, 28 ივლისიდან-კი „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

ვაქცინა ადგილობრივი საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ეტაპობრივად მიეწოდება და სპეციალისტების განმარტებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ცივი ჯაჭვის პრინციპი დაცული იყოს და ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. რეგიონში მოსახლეობა, ამ დრომდე, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ იცრებოდა, თუმცა ახლა „ფაიზერის“ ვაქცინაც ხელმისაწვდომია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იმუნიზააციის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღეში სამივე ვაქცინით დაახლოებით 150 მოქალაქე იცრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close