დღის ამბები

საგანგებო სიტუაციების სამსახური ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების სამსახური ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. 

სამსახური მოალაქეებს მოუწოდებს, სმოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 121-ს“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. 6-7 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

6 და 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close