დღის ამბები

პანკისის ხეობის მკვიდრი – ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია…

პანკისის ხეობის მკვიდრი – ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია…

პანკისის ხეობაში მცხოვრები ბესლან გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი დევნა უკავშირდება ხეობაში ჰესის მშენებლობას, რომელსაც იგი ეწინააღმდეგებოდა.

ჩეჩნთიდან საქართველოში დაბრუნებულს, პანკისის ხეობაში ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობა იწყებოდაროგორც ამიხსნეს, მალე ჩვენი მდინარე მილებში მოექცევა და ამით დასრულდება ყველაფერირა შეიძლება გააკეთოს ამ დროს კაცმაალბათ, პროტესტი უნდა გამოთქვას და თავისი მიწაწყალი დაიცვასაპრილში პანკისის ხეობაში გამართულ აქციაზე როგორც სხვებიმეც ვიყავი და ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდისაზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს პროტესტი საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. წინაარმდეგობას ვუწევდით პოლიციას, რომ არ დაეკავებინათ ჩვენი თანასოფლელები, რომელთაც უბრალოდ, ჰესის აშენება არ უნდოდა და ამას ხმამარლა შეიძლება ცოტა აგრესიული ფორმითაც გამოთქვამდნენახალგაზრდა ხალხი მოგეხსენებათცოტა მეტად აგრესიულიასაბოლოოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. სიტუაცია ერთი შეხედვით დასტაბილურდამაგრამ ამის მდეგ რამდენიმე დღეში დაიწყო ჩვენი დაკითხვები“, – აცხადებს გაურგაშვილი.

მისი თქმით, პოლიციაში გამოკითხვების შემდეგ დაიწყო ზეწოლა როგორც მასზე, ასევე მის თანასოფლელებზე.

ყოველი ჩემი გამოძახება და გამოკითხვა ჯერ იწყებოდა ჩემი 2016-2018 წლებში ჩეჩნეთის ციხეში სასჯელის მოხდითშემდეგ უკვე რატომ ვაპროტესტებდირას ვითხოვდივთვლიდი თუ არა თავს დამნაშეავედ და ბოლოში მაინც მეკითხებოდნენ რა კავშირები მქონდა ჩეჩნეთთანერთერთ ბოლო გამოძახებაზე ვითომ რომ ჰესზე მკითხავდნენ, იცით, რას მეკითხება გამომძიებელიმეკითხებიან – შენ ჩეჩენთის აგენტი ხარ? მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც უკანოანო და არარსებულ ბრალდებაზე უნდათ ჩემი გამწარებაამიტომ, უახლოეს პერიოდში მივმართავ სახალხო დამცველს, თუ არა და ჩემს ოჯახს მოვკიდებ ხელს და წავალ ქვეყნიდან დაუტოვებ ჩემს მოქალაქეობასნუთუ, დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც ჩემი ოჯახით მშვიდად ვიცხოვრებ და თვეში 10-ჯერ არ დამიბარებს პოლიციადანაშაული მაინც მქონდესრადგან მე ჩეჩნეთში დამაკავეს და უკანონოდ მომახდევინეს სასჯელი, იქ როგორც ვერ შეძლეს ჩემი გატეხვა, ამათ უნდა მომიღონ ბოლოარ ვიცი, რა გზას დავადგე  ავდგები და წავალ საქართველოდანაც მაგრამ რატომ?“ – აცხადებს გაურგაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close