დღის ამბები

საქართველოდან უნდა წავიდე ბესლან გაურგაშვილი

საქართველოდან უნდა წავიდე ბესლან გაურგაშვილი

რამდენიმე წლის წინ  ჩეჩნეთში, გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბესლან გაურგაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც იხსენებს რუსეთი და ჩეჩნეთი მისთვის დაკეტილია. იქ  დაბრუნების შემთხვევაში მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

საქართველოში დაბრუნებულს პანკისის ხეობაში ცემმა მეგობრებმა მითხრეს რომ ხეობაში ჰესის მშენებლობა იწყებოდა . არ ვიცი ამ ხალხს რა უნდატ ხეობის დაცლა? გაუდაბნოება ? როგორც ამიხსნეს მალე  ჩვენი მდინარე მილებში მოექცევა და ამით დასრულდება ყველაფერი. რა შეიძლება გააკეტოს ამ დროს კაცმა ? ალბათ პროტესტი უნდა გამოთქვას და თავისი მიწა წყალი დაიცვას. ასე დაემართათ პანკისში.

აპრილში პანკისის ხეობაში გამართულ აქციაზე როგორც სხვები მეც ვიყავი და ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდი. საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ეს პროტესტი საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

წინაარმდეგობას ვუწევდიტ პოლიციას რომ არ დაეკავებინათ ჩვენი თანასოფლელები რომელთაც უბრალოდ ჰესის აშენება არ უნდოდა და ამას ხმამარლა შეიძლება ცოტა აგრესიული ფორმითაც გამოთქვავდნენ. ახალგაზრდა ხალხი მოგეხსენებათ  ცოტა მეტად აგრესიულია. საბოლოოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა სიტუაცია ერთი შეხედვით დასტაბილურდა. მაგრამ ამის მერე რამდენიმე დღეში დაიწყო ჩვენი დაკითხვები.

  • ჰესის პროტესტთან დაკავშიორებით ?
  • კი ჰესის პროტესტთან დაკავშირებითაც და ეს მხოლოდ დაკითხვები არ იყო, ეს უკვე ზეწოლა იყო ჩემზეც და ჩემს თანასოფლელებზეც.
  • კერძოდ თქვენ რაზე გედავებიან ?
  • ყოველი ჩემი გამოძახება და გამოკითხვა ჯერ იწყებოდა ჩემი 2016-2018 წლებში ჩეჩნეთის ციხეში სასჯელის მოხდით. შემდეგ უკვე რატომ ვაპროტესტებდი? რას ვითხოვდი? ვთვლიდი თუ არა თავს დამნაშეავედ და ბოლოში მაინც მეკითხებოდნენ რა კავშირები მქონდა ჩეჩნეთთან ? ერთ ერთ ბოლო გამოძახებაზე ვითომ რომ ჰესზე მკითხავდნენ იცი რას მეკითხება გამომძიებელი ? მეკითხებიან შენ ჩეჩენთის აგენტი ხარ ?
  • რას უკავშირებთ თქვენდამი ასეთ დამოკიდებულებას ?
  • მე მაქვს ინფორმაცია რომ რარაც უკანოანოს და არ არსებულ ბრალდებაზე უნდათ ჩემი გამწარება. ამიტომ ცოტახანში უახლოეს პერიოდში მივმართავ სახალხო დამცველს თუ არა და ჩემს ოჯახს მოვკიდებ ხელს და წავალ ქვეყნიდან დაუტოვებ ჩემს მოქალაქეობას. ნუთუ დედამიწაზე არ არსებობს ადგილი სადაც მე ჩემი ოჯახიტ მშვიდად ვიცხოვრებ და თვეში 10 ჯერ არ დამიბარებს პოლიციას ? დანაშაული მაინც მქონდეს … რადგან მე ჩეჩნეტში დამაკავეს და უკანონოდ მახდევინეს სასჯელი ახლა იქ როგორც ვერ შეძლეს ჩემი გატეხვა ამათ უნდა მომიღონ ბოლო ? არ ვიცი რა გზას დავადგე … ავდგები და წავალ საქართველოდანაც მაგრამ რატომ ?

ესაუბრა : მარიამი მეგრელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close