დღის ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ დიღომში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ წელს სიახლით იწყებს. ჩვენ გასულ წელს დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ ვაგრძელებთ. დღეს სოფელ დიღომში პოლიციის ახალი შენობა გავხსენით. ყველა პოლიციელს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ახალი შენობა მათ დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად შესრულებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.  საზეიმო გახსნის  ცერემონიალს სტუმრობდნენ შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ ბორცვაძე, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გიორგი სიგუა, შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი,  შსს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი და შსს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მერაბიშვილი.

 

სოფელ დიღომში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ შს სამინისტრომ გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.

 

პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. მისი ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი და შშმ პირებზე ადაპტირებულია. ახლადაშენებულ შენობაში 22 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close