დღის ამბები

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში- „გაურკვევლია, თამთა აბდულაევას ბედი“

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში- „გაურკვევლია, თამთა აბდულაევას ბედი“

საქართველოს სახალხო დამცველი სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს. უჩა ნანუაშვილის ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია იმ საქმეებზე, რომლებიც დღემდე გაუხსნელად ითვლება. ომბუდსმენი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ მკვლელობებთან დაკავშირებულ საქმეებისადმი, სადაც დანაშაული განგრძობადია და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები გაურკვეველი ძალებისგან იჩაგრებიან.

სახალხო დამცველის მიერ  გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომლებიც დღემდე გაუხსნელად ითვლება. კერძოდ, საუბარია ლაფანყურის სპეცოპერაციაზე და ჩეჩენი ლტოლვილის – აადამ მაგომადოვის საქმეზე.

„დღემდე არ არის გამოძიებული ლაფანყურის სპეცოპერაციის ყველა დარღვევა თუ გადაცდომა. ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, დღემდე ბურუსითაა მოცული 2008 წელს, ჩეჩენი ლტოლვილის – აადამ მაგომადოვის მკვლელობა საქართველოში. გაურკვევლია, მისი მეუღლლის – თამთა აბდულაევას ბედიც. ამ მკვლელობის შედეგი თუ იცით, რა იყო? რამდენიმე წელი მისი მეუღლე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, დაბრუნდა დევნილობიდან საქართველოში. კერძოდ, 2012 წელს. რა გავაკეთეთ ჩვენ მის დასაცავად? მივედით, ვკითხეთ, გამოძიება ჩავატარეთ? არა, ადამიანს ყურადღება არ მივაქციეთ! გაურკვეველია, დღემდე რატომ დატოვა მან საქართველო დაბრუნებიდან ერთ წელიწადში. სახალხო დამცველის აპარატმა შეძლებისდაგავარად მოიკვლია ეს საკითხი და გაიგო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ, მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვის დედა გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან. შესაბამისად, მოუწოდებ შესაბამის უწყებებს, ყურადღება იქნას გამახვილებული სისხლის სამართლის ისეთი საქმეეზე, სადაც მკვლელობის შემდეგ დანაშაული განგრძობადია და გარდაცვლილის ოჯახის წევრები არიან გაურკვეველი ძალებისგან დაჩაგრულნი“, – წერია სახალდო დამცველის ანგარიშში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close