საზოგადოება

ხვალ გახდება ცნობილი, მოიხსნება თუ არა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა

ხვალ გახდება ცნობილი, მოიხსნება თუ არა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა

ხვალ, 11 მაისს, გახდება ცნობილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გახანგრძლივებასა და რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.-  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 4-დან 11-მაისამდე საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული.

ამასთან,  საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ ფუნქციონირებს. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close