საზოგადოება

რუსლან ალხანაშვილი – ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

რუსლან ალხანაშვილი - ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

 

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრის მამამ, რუსლან ალხანაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა.

ალხანაშვილი აცხადებს, რომ როგორც მისი, ასევე  ქალიშვილის – მაიკო ალხანაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და სამართალდამცველ ორგანოებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„უკვე რამდენიმე წელია ჩემი ქალიშვილი, მაიკო ალხანაშვილი საქართველოდან პრაქტიკულად გაქცეულია. ის საქართველოში ყოფნის დროს მუშაობდა „თანასწორობის მოძრაობაში“ და იყო ერთ-ერთი უფლებადაცველი. მიუხედევად იმისა, რომ ის უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გრძელდება კვლავ მუქარები. უკვე რამდენჯერმე ქუჩაში შემხვდნენ ხეობაში მცხოვრები რადიაკლურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მიმეორებენ, რომ თუ ჩემი შვილი დაბრუნდება, მას ფიზიკურად გაუსწორდებიან და მომავალს წაართმევენ. გაუსწორდებიან როგორც მას, ასევე მისი უშუალო ოჯახის წევრებს. მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მარიამი სწორედ მათ მუქარებს გაეცა ქვეყნიდან. იკმარონ ის რაც გააკეთეს. თუ ჩემზე  კვლავ გაგრძელდება ასეთი ზეწოლა, მეც მარიამის ბედს გავიზიარებ და ალბათ, მომიწევს ქვეყნის დატოვება, რისი სურვილიც არ მაქვს. მოვითხოვ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებებით და მოახდინონ მკაცრი რეგირება. არ მინდა არსად წასვლა, არც ჩემი შვილი აპირებს იმ ქვეყანაში დაბრუნებას, რომელი ქვეყანაც მის უფლებებს უბრალოდ, არ იცავს“, – აცხადებს რუსლან ალხანაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close