დღის ამბები

საგანგებო თათბირი ლაგოდეხში

29 აპრილს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად , სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, ვენახები და სათბურები დაუზიანა.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ,კახეთის გუბერნატორთან ერთად, საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეებთან და სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად მერის წარომადგენლები დაესწრნენ. თათბირზე, დეტალურად დაიგეგმა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს სტიქიის პირველივე წუთებიდან, სპეციალური ჯგუფები იმყოფებოდნენ სტიქიის ზონაში და ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ. თათბირის შემდეგ, ინტენსიურად დაიწყო ზარალის აღწერა . კომისის დაზუსტებული შედეგები , ცენტრალურ ხელისუფლებას მიეწოდება. რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ასევე კომისია შეისწავლის დაზიანებულ სახლებს და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების გაწევა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close