დღის ამბები

ლაგოდეხში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. გუშინ ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. სრულად განადგურებულია ერთწლოვანი კულტურები, საზამთროს ბაღები, ხეხილი და ვენახები. დატბორილია კერძო სახლების პირველი სართულები. როგორც დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ. ადგილობრივები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. მას შემდეგ, რაც ზარალის დათვლა და შეფასება დასრულდება, ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს, რა სახის დახმარებას აღმოუჩენს დაზარალებულ მოსახლეობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close