Home დღის ამბები თელავში რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ქვეითი დაშავდა

თელავში რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ქვეითი დაშავდა

თელავში კიდევ ერთი ავარიის დროს ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი შვილთან ერთად გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც სამარშუტო მანქანა დაეჯახა.  დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.