დღის ამბები

ქუჩაში მსვლელობის დროს, ოპოზიციურ პარტიას, თელავის საკრებულოს წევრი დაუპირისპირდა

თელავში ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, როგორც ცნობილია შეკრების მიზანია კორდინირებულად იმოქმედონ, თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ყველა ოჯახში მოხდეს ინფრომაციის მიტანა რომ 15 მაისს აქცია მნიშვნელოვანია.

,, ჩვენ, ყველა ერთად პარტიული კუთვნილება გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიწყოთ ბრძოლა რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ამიტომ ყველა ის ადამიანი ვისაც აქვს ამ ხელისუფლების პირობებში გაჭირვება უნდა დადგეს იქ და გამოხატოს პროტესტი. მაგრამ ეს პროტესტი უმდა იყოს პროტესტი, რომელიც შეცვლის დღევანდელობას უკეთესი მომავლით”– განაცხადა ენმ- კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

ქუჩაში მსვლელობის დროს, ოპოზიციურ პარტიას, თელავის საკრებულოს, სოციალური და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ლევან კოჭლოშვილი დაუპირისპირდა და მსვლელობის მონაწილეებს,  ძალადობრივი რეჟიმის პერიოდს ახსენებდა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა ამ წუთებში ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close