დღის ამბებითელავიკულტურა

უცნობი თელავის ლითოგრაფიული და გრაფიკული ნამუშევრები გამოფენა თელავში

უცნობი თელავის ლითოგრაფიული და გრაფიკული ნამუშევრები გამოფენა თელავში

2021 წლის 17 აპრილს, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, დღის 12 საათზე გაიმართება  ცნობილი ფერმწერისა და ლითოგრაფის პავლე შილინგოვსკის ნახატების გამოფენა  – ,,თელავი, კახეთი“ (1935 წელი) –
პავლე შილინგოვსკის მიერ შექმნილი ქალაქ თელავის ნახატები, ფართო საზოგადოებისათვის, დღემდე არ იყო ცნობილი…
ჯერ უცნობი თელავის ლითოგრაფიული და გრაფიკული ნამუშევრები- თენგიზ სიმაშვილიმა  და მაკა მოსიაშვილმა აღმოაჩინეს..
როგორც ცნობილია მხატვარი პავლე შილინგოვსკი (1881-1942) დაიბადა კიშონოვში – 1881 წლის 28 თებერვალს.   დაამთავრა ოდესის სამხატვრო სასწავლებელი, მოღვაწეობდა, როგორც ფერმწერად ასევე  ლითოგრაფიაში…
თენგო სიმაშვილის მოკვლელვით  იგი 1935 წელს  ქალაქ თელავში იმყოფებოდა, სადაც შექმნა ნახატების ციკლი – ,,თელავი, კახეთი“…
ავტორს ასახული აქვს  1935 წლის თელავში არსებული სახლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების ხედები… მის მიერ დახატული თელავის ხედების რაოდენობა ოთხ ათეულზე მეტის შედგენს.
– 1930-იანი წლების მეორე ნახევარში, რუსეთის  მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პ. შილინგოვსკის ნახატების ციკლის – ,,თელავი, კახეთი“ მიხედვით შექმნილი ლითოგრაფიების გამოფენა. 17  აპრილიდან კი თელავის მუზეუმში შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ უნიკალური გამოფენა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close