სამართალი

ორი ავარია ყვარელში – დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

ორი ავარია ყვარელში - დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

ყვარელში, ორი საათის ინტერვალით, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად სხეულის არეში მძიმე დაზიანებებით 56 წლის კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოხვდა. ის მართვით სუნთქვაზეა და ამ წუთებში მედიკოსები საოპერაციოდ ამზადებენ.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, ავარიის დროს ახალგაზრდა კაცს ელენთა გაუსკდა, რის გამოც ახლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ყვარელიდან თელავში ქირურგიული ოპერაციისთვის გადაჰყავს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა გახდა.

ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close