დღის ამბები

ჭოველიძის მკვლელები ქეიფს მართავენ მისი სახელობის ქუჩაზე – ნიკა ვარდოშვილი

ჭოველიძის მკვლელები ქეიფს მართავენ მისი სახელობის ქუჩაზე - ნიკა ვარდოშვილი

სამი ათეული წლის შემდეგ,ჩვენ კიდევ გვიწევს  იმაზე ბრძოლა, რასაც შეეწირნენ 9 აპრილს გარდაცვლილი ადამიანები.

დღეს 32 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს იმ რუსეთის კლანჭებიდან თავის დახსნა,

ისევ გვიწევს იმაზე ბრძოლა რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში  არ ჩაჯდეს რუსი გავრილოვი.

ისევ გვიწვეს მათთან  ბრძოლა,  ვინც იყო იმ 9 აპრილის შემოქმედი. პოზნერი  თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე,   არის კრემლის პროპაგანდისტი როგორც კომუნისტების დროს, ასევე მკვლელი პუტინის დროს.

აი ეს პოზნერი მოდის საქართველოში და ქეიფს მართავს თამრიკო ჭოველიძის ქუჩაზე, იმ თამრიკო ჭოველიძის რომელიც 9 აპრილს მოგვიკლა რუსეთმა.  ის რესტორანი სადაც პოზნერს ვახშამი ჰქონდა, არის თამრიკოს ჭოველიძის ქუჩაზე. ანუ ფაქტიურად თამრიკოს მკვლელებს ჰქონდათ ქეიფი მისსავე ქუჩაზე. – განაცხადა გადაცემა დიალოგში ნიკოლოზ ვარდოშვილმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close