სპორტი

ნიკოლოზ ფრიდონაშვილის რაგბის გზა

წლების მანძილზე  ქართველების გულთამპყრობელი იყო. მერე ჯანმრთელობამ ხელი შეუშალა და საკუტარ სოფელში დაბრუნდა. რაგბზე შეყვარებულმა მაინც ვერ შეძლო საყვარელი სპორტის სახეობისთვის გვერი აევლო, და დღეს სოფელ ჩალაუბნის ბავშვებს ფიზიკურად და იდეურად ამზადებს რომ მომავალი რაგბისტებად გაზარდოს.

ინტერვიუ ნიკოლოზ ფრიდონაშვილთან 

ბავშობაში ჯერ მინდოდა მოჭიდავე გამოვსულიყავი, მერე ძალოსანი, ბოლოს როცა მოვიზარდე მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების წესიც და ნაწილიც რაგბი იქნებოდა.

რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება იყო გამხდარიყავით რაგბისტი?

10 წლის ასაკში ჩემმა ნათესავმა, მირჩია შევსულიყაბი რაგბზე, მეც დავიწყე სიარული და ძალიან მომეწონა და გადავწყბიტე გავყოლოდი ამ სპორტის სახეობას.

რომელი მატჩი გახსოვს  საქართველოს ნაკრებში?

2012 წელს თბილისი-უკრაინა.

თქვენი აზრით რა დონეზეა ამ ეტაპზე დიდი ათი?

როდესაც მე ვთამაშობდი საქართველოს ჩემპიონატში იმის მერე შესამჩნევად განვითარდა და შეიცვალა, ბიჭები დაუღალავად შრომობენ რომ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ დიდი 10, რომლის შედეგიც ნათლად ჩანს.

საქართველოს ნაკრები არის იმ დონეზე რომ 6 ერში ითამაშოს?

ჩემი აზრით არის უკვე იმის დრო და შანსი მოგვცენ ვითამაშოთ 6 ერი, რათა ჩვენი ნაკრები განვითარდეს მიიღოს მეტი გამოცდილება რადგან 6 ერის გუნდებთან თუმდაც თამაშის გამოცდილება ჩვენს ნაკრებს ძალიან წინ წაწევს ყველანაირად, მე ვფიქრობ რომ უკვე ამის დრო დადგა.

დაგვისახელეთ თქვენთვის საყვარელი მორაგბე უცხოელი და ქართველი?
უცხოელი- ზელანდიის 8 ნომერი, ასევე კაპიტანი Kieran Read და ქართველი ბევრია მაგრამ გამოვარჩევ მამუკა გორგოძეს.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს?

ჩემი რჩევაა პირველ რიგში თავდაუზოგავი შრომა, მონდომება და დასახული მიზნისკენ სრაფვა. სპორტში ზოგადად არის წარმატება და წარუმატებლობა, მე ვუსურვებდი რომ ამ წარუმატებლობის მიუხედავად არ დანებებას და გაგრძელებას თავისი საყვარელი საქმიანობის.
დიდ მადლობა თქვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close