სამართალი

მკვლელობა და დაჭრა კახეთში

მკვლელობა მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყრი 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია 2 ადამიანი. ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილია. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული. მოკლული სხვაში შეეშალათ. მსხვერპლი იმ პირის ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული. დაჭრილები გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში არიან გადაყვანილნი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ცნობისთვის: მალხაზ ბადუაშვილი გასულ ზაფხულს იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, თუმცა სასამართლომ აღკვეთს ღონისძიება შეუცვალა და გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close