დღის ამბებისაზოგადოება

ლაფანყურელები „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ლაფანყურელები „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მეორე დღეა სასაზღვრო სოფლის 10-მდე მკვიდრი მდინარე ლოპოტის ხიდთან განთავსებულ კარავში ათენებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ართანა-ლოპოტა“ 5,9 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას აპირებს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში ჰესის აშენება ბუნებას გაანადგურებს და სავალალო შედეგებს გამოწვევს. ლაფანყურებელები ამბობენ, რომ აქცია არ დაიშლება და ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მიუხედევად იმისა, რომ „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობა არ დაწყებულა, სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა წლებია, პერიოდულად აპროტესტებს და აქციებს მართავს.

ფაქტს სოციალური მედიით გამეხმაურა ლოპოტა ჰესის დირექტორი ბიძნა იმნაძეც :

„მოგესალმებით შპს ართანა ლოპოტას დირექტორი ბიძინა იმნაძე. არასწორია განცხადება რომ ჰესის მშენებლობის გამო სოფელი უწყლოდ დარჩება. ჰესის განლაგება შეირჩა ისე რომ მას არანაირი გავლენა არ ქონდეს სოფელზე და ჰესის შენობა დაახლოებით 2.5 კილომეტრით არის დაშორებული სოფლიდან. ეს დადასტურებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით (N2-535) სადაც მეოთხე გვერდზე ვკითხულობთ „„სოფლის მოსახლეობის სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგების პირობების გაუარესება მოსალოდნელი არ არის“. ასევე, ეს ბრძანება გაიცა სოფელთან კონსულტაციების შემდეგ, როგორც ეს ასახულია ამავე ბრძანების მეხუთე გვერდზე: „… აუცილებელი იყო სპეციალისტების მიერ პროექტისა და მისი განთავსების არეალის დეტალური შესწავლა“ და „სამინისტრომ უზრუნველყო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ჩართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა“. კომპანიამაც არაერთხელ განუმარტა სოფელს რომ ჰესი სოფელზე გავლენას არ ახდენს და პროექტის ზომიდან გამომდინარე მხოლოდ მცირე გავლენა აქვს ზოგადად გარემოზეც. სამწუხაროა რომ გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება და მის საფუძველზე კომპანიის და პროექტის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობა. მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიაროთ დეტალური ინფორმცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. მადლობა.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close