დღის ამბებისაზოგადოება

კახეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

კახეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე ვაქცინაცია 8 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ყველა კლინიკა მრავალპროფილურია და აქვს რეანიმაციული განყოფილება. ბოლო ინფორმაციით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს 100-მდე წარმომადგენელი აიცრა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის სამსახური, რეგიონის ყველა ამცრელ დაწესებულებაში მონიტორინგს ატარებს. სამსახურის უფროსის განცხადებით, რვავე ამცრელი დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც კოვიდვაქცინაციისთვის არის განკუთვნილი. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა კახეთის რეგიონმა 13 მარტს მიიღო. „ასტრაზენეკათი“ აცრა 15 მარტს თელავიდან დაიწყო, 17 მარტიდან კი, რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები შეუერთდა. რეგიონში სულ რეგისტრირებულია 13 ამცრელი დაწესებულება. აცრები სამედიცინო სფეროს 1500-მდე წარმომადგენელს უნდა ჩაუტარდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close