Home დღის ამბები ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ბაადურ რევაზიშვილი  დღის წესრიგში თელავში   გაყიდული მიწების მთავარ საკითხად გატანას ითხოვდა. როგორც აცხადებდა თელავში  45 ჰა საძოვარი, რომელიც გლეხ მოსახლეობას ეკუთვნოდა ,  ფარულად გაასხვისეს. და ასევე  კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება. ასევე ბაადურ რევაზიშვილმა აღნიშნა , რომ  ბოლო 1 კვირაში , ასობით დაზარალებულმა გლეხმა მიმართა  ენმ -ს ოფისს დახმარების თხოვნით  სამართლიანობის აღდგენაში

საკრებულოს სხდომაზევე მოვიდნენ  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი  და მისი მხარდამჭერები, რომელმაც  მიწების გაყიდვაში მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული დაადანაშაულა,  რომელიც თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა. საკრებულოს თავმჯდომარემ  არც მოსახლეობის და არც დეპუტატების  მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საკითხის განხილვა დღის ბოლოსთვის გადადო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და „ქართული ოცნების ” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების პროცესში გამშველებელს პოზიციით ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილიც ჩაერთო.

ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის ჩართვაც კი  გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა მომჩივან მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათი ოპოზიციონერები  დარბაზიდან გააყვანინა.