განათლებათვითმმართველობალაგოდეხი

1 მარტიდან, ლაგოდეხში არსებული ბაგა-ბაღები მუშაობას განაახლებენ

0
1 მარტიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ბაგა-ბაღები მუშაობას განაახლებენ.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაზე გაამახვილა ყურადღება.

“მუნიციპალიტეტის 23 სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. დაწესებულებები შრომითი ინსპექციის მიერ დადგენილი წესებითა და ჯანდაცვის რეკომენდაციის სრული დაცვით განაახლებენ სააღმზრდელო პროცესს. აღსაზრდელები ყოველდღიურად გაივლიან თერმოსკრინინგს, სავალდებულო ტესტირება უკვე ჩაუტარდა საბავშო ბაღის ყველა თანამშრომელს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებსა და მასწავლებლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სასწავლო პროცესის განახლებას ყველა საბავშვო ბაღი სრულად მომზადებული ხვდება“-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close