ეკონომიკა

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს პანდემიის პერიოდში

0

აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა.

”ერთ-ერთი მთავარი, რაც COVID-19 კრიზისმა გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში მედეგობის გამომუშავების აუცილებლობაა,” – განაცხადა ბატონმა   ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში  FAO-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მონახულებისას.

ENPARD პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ევროკავშირმა და FAO-მ მოაწყვეს 40-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაეთვალიერებინათ და გაეცნოთ საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები. მთელი ქვეყნიის მასშტაბით, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი აგრონომების მიერ ჩატარდა. პანდემიის პირობებში ქართველი ფერმერების დახმარების მიზნით, ევროკავშირმა და FAO-მ ასევე შეიმუშავეს დაფინანსების მექანიზმი.

2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8,5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მიიღეს წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სასოფლო სამეურნეო მოწყობილობები და ტექნიკა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close