მთავარი ამბები

გახდება თუ არა COVID-19 სეზონული ვირუსი

0

არის იმის ალბათობა, რომ კოორნავირუსი შეიძლება გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რადგან კოვიდი არ გამოდგა ის ინფექცია, რომელიც გაჩნდებოდა და სწრაფად მოხდებოდა მისი ლოკალიზება, როგორც ეს მოხდა მისი მონათესავე ვირუსების შემთხვევაში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, COVID-19-ს ისეთი ტენდენცია აქვს, რომ ის ძალიან ადვილად გადაედება ადამიანიდან ადამიანს და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

„მისი მთლიანად აღმოფხვრა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება მაშინაც კი, თუ გვექნება ვაქცინა და ეფექტიანი სამკურნალო მედიკამენტები. რა იქნება, როგორია მოლოდინი, თუ ის გადაიქცევა სეზონურ ვირუსად? შორს რომ არ წავიდეთ, მოვიყვან გრიპის ანალოგს: არ იქნება ასეთი დიდი პანდემია, არ იქნება წელიწადში 110 მილიონი ავადმყოფი და ორმილიონ-ნახევარი გარდაცვლილი, არამედ ცალკეულ ქვეყნებში ცალკეულ სეზონებზე იქნება შემთხვევების გარკვეული რაოდენობა. მაგალითად, თუ საქართველოს წლის განმავლობაში ჰქონდა 270 000 შემთხვევა, არის მოლოდინი, რომ შემთვევათა რაოდენობა იყოს ერთი ან რამდენიმე ათასი და გარდაცვლილთა რაოდენობაც იყოს მინიმალური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ვარაუდებია. „არის 2 ვარიანტი, რომ კორონა მთლიანად გაქრება და როგორც ინფექცია, ის დავიწყებას მიეცემა და მეორეა, რომ ის დარჩება სეზონურ ვირუსულ ინფექციად. ეს არ შევცვლის ჩვენი ცხოვრების წერსს და არ იქნება სახიფათო, რადგან ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის მართვა. გვექნება მედიკამენტები, გვექნება ვაქცინა. გვექნება შემთხვევები, მაგრამ სიკვდილობა იქნება მინიმალური“, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close