მთავარი ამბები
ავარია ყვარელში მსხვერპლით დასრულდა

ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა. mak.ge- ის ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.
შეჯახების დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.