მთავარი ამბები

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

0

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის ქალი , რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანიდან იყო , მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა. რეგიონში, ბოლო 12 საათში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 542- მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით განახლებული ეპიდსტატიატიკა ასეთია:

ახმეტა-760, გურჯაანი-2670, დედოფლისწყარო -786, თელავი -2584, ლაგოდეხი – 1565, საგარეჯო -1403, სიღნაღი-825, ყვარელი და 949. ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 248 ადამიანი, აქედან 198 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 50 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 326- ს აღწევს.

კახეთში, გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კორონავირუსი 11 176- ამ პაციენტმა დაამარცხა, ვირუსს კი 112 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close