პოლიტიკასაზოგადოება

,,შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება”

0

მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი წერს.

„დღეს ჩემი კომენატრი რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით არასწორი ფორმით იყო აღქმული. ყოველთვის, როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას, ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

ახლაც მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს. ასევე ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში“, – წერს წილოსანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close