განათლებათვითმმართველობალაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ფოტოკონკურსს თემაზე “მე და დედა” აცხადებს

0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, დედის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს თემაზე “მე და დედა” აცხადებს.

თუ ხარ დაინტერესებული ფოტოხელოვნებით 📷 ან ხარ უბრალოდ მოყვარული, თუნდაც ხატავ🎨, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოგდის. თუ უბრალოდ გინდა გადმოსცე დედისადმი 🤱 სითბო და გამოხატო სიყვარული 💕, გთავაზობთ დედის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს თემაზე “მე და დედა”.

📷 გადაიღე ფოტოაპარატით, თუნდაც სმარტფონით 📱, დახატე ტილოზე 🖼, ფურცელზე, 🎨 ზეთით, აკვარელით, აკრილით, თუნდაც უბრალოდ ფანქრით ✏.

✅ ნამუშევარი გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე youthlagodekhi@gmail.com ან პირადი შეტყობინებით (ნახატის შემთხვევაში ნამუშევრის ფოტო. ხოლო გადაღებული ფოტოს ხარისხი უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის).

არ დაგავიწყდეთ სახელის, გვარისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.
კონკურსის პირობები:
✅ მონაწილეობის მიღება შეუძლია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 29 წლამდე ახალგაზრდას.
✅ ერთ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ ორი ფოტოს გამოგზავნა.
✅ ნამუშევრების მიღება, 16 თებერვლიდან 28 თებერვლამდე.
✅ ფოტოკონკურსის მონაწილეებისთვის მოეწყობა ფოტოგამოფენა (გამოფენასთან დაკავშირებული დეტალები კონკურსანტებს ეცნობებათ პირადად).

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close