განათლება

სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლი აქტიურად გრძელდება

0

სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი 15 თებერვლიდან ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სისტემატურად სტუმრობს სხვადასხვა საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, ადგილზე აფასებს მოსწავლეებისა და სკოლების პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ზომებს.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სამუშაო ჩატარდა როგორც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სკოლას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close