ახმეტადღის ამბებისაზოგადოება

საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგენა) სერვისების გაუმჯობესების მიზნით“

საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგენა) სერვისების გაუმჯობესების მიზნით“

2020 წლის 9 ნოემბრიდან, კახეთის და წალკის მუნიციპალიტეტებში, CENN-მა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება – „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგენა) სერვისების გაუმჯობესების მიზნით“. წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში WASH პრექტის სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული პროექტი რიგით მეექვსე ციკლია და სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადრეც ხორციელდებოდა ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგენა) სერვისები სგაუმჯობესების მიზნით“.

პროექტის მიზანია, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა Covid-19-ის შედეგად დაზარალებულ თემებში.პორექტის ფარგლებში დაგეგმილია სამიძირითადი მიმართულება:

1. ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება და ინფორმირება WASH სტანდარტების მიმართულებით;
• ტრენინგ მოდულის შემუშავება WASH და Covid -19 თანდაკავშირებით;
• WASH საბჭოების გაძლიერება;
• ახალგაზრდული WASH საბჭოს დაფუძნება;
• გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება (გამოცდილების გაზიარება).

2. ტექნელოგიების, ინოვაციების და ახალი შესაძლებლობების დანერგვა WASH მიმართულებით ადგილობრივ ამბულატორიებსა და სასწავლო დაწესებულებებში;
• ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების გადამზადება;
• სკოლის მოსწავლეების გადამზადება WASH ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

3. ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა WASH-თან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
• ახალგაზრდული WASH იდეების კონკურსი (საუკეთესო შემოთავაზებები დაფინანსდება);
• ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

პროექტი – „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგენა) სერვისების გაუმჯობესების მიზნით“ – ხორციელდება CENN-ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close