სპორტი
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის წევრებმა 31 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს და ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გუშინ გვიან ღამით დაიდო.
საერთო კრება ავჭალაში 24 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება და ახალი პრეზიდენტის არჩევის გარდა, გამგეობის წევრებისა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება.